დიდიე დეშამი, უგო ლორისი, რაფაელ ვარანი
Aa
Aa

„ფინალს არ თამაშობთ!“ - რა მოხდა საფრანგეთის გასახდელში მუნდიალის ფინალის შესვენებაზე

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Équipe-მა დიდიე დეშამის სიტყვები გაავრცელა, რომლებითაც მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შესვენებაზე თავის შეგირდებს მიმართა. „სამფეროვანთა“ თავკაცმა განრისხება არ დამალა და ფეხბურთელებს მოუწოდა, უფრო ზუსტად ემოქმედათ და ხარისხიანი გადაწყვეტილებები მიეღოთ.

„ბიჭებო, თქვენ აქ არ ხართ! მეორე ბურთისთვის ყველა ბრძოლას აგებთ! მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არ თამაშობთ!“

L’Équipe-ის მიხედვით, დეშამის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს უგო ლორისმა მიმართა, რომელიც თანაგუნდელებისთვის ტონის აწევასაც არ მოერიდა. ლორისის შემდეგ, სტივ მანდანდა წარდგა და მისი თქმით, გუნდს წარმატების არანაირი სურვილი არ ეტყობოდა. გუნდის ვიცე-კაპიტანმა, რაფაელ ვარანმა კი, რომელიც მატჩების დაწყებამდე სიტყვით გამოდის ხოლმე, თანაგუნდელებს უთხრა, რომ რწმენა არ დაეკარგათ.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, საფრანგეთი 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა. „სამფეროვნებმა“ ჩამორჩენა მატჩის ბოლოს აღმოფხვრეს და მბაპეს დუბლით შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს. დამატებითი ტაიმები ფრედ დასრულდა და „ალბისელესტემ“ გამარჯვებას პენალტების სერიაში მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლორისი და გრიზმანი ბენზემას წინააღმდეგ? - მედია ფარულ დაპირისპირებაზე წერს
ლორისი და გრიზმანი ბენზემას წინააღმდეგ? - მედია ფარულ დაპირისპირებაზე წერს