კუტალიას გოლების სერია - ბოლო 5 მატჩში 4 გოლი შეაგდო
ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ „სექცია ნეს ციონაში“ მოთამაშე ლევან კუტალია კარგ ფორმაშია, 33 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა, ბოლო სამი თამაშიდან კი სამივე მატჩში შეაგდო. გთავაზობთ, კუტალიას მიერ გატანილ გოლებს:
9 ნოემბერს, ისრაელის ჩემპიონატის მე-12 ტურში ბნეი რეინეს „მაქაბის“ შეუგდო, მე-18 წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:0 გახდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 3:3 დასრულდა.
12 ნოემბერს, ისრაელის ჩემპიონატის მე-13 შეხვედრაში „ჰაპოელ ჰადერასთან“ გასვლითი მატჩი უგოლოდ დასრულდა, ლევან კუტალია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო.
7 დეკემბერს, ისრაელის ტოტო თასის „სექციამ“ შინ „ჰაპოელ ჰაიფა“ 5:4 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტოში ითამაშა, 25-ე წუთზე შეაგდო, მისი გუნდი დააწინაურა - 2:1.
12 დეკემბერს, ისრაელის სთეით თასზე „ჰაპოელ აკო“ შინ „სექციასთან“ 2:3 დამარცხდა. ლევან კუტალიას გოლით ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. მან პენალტი ზუსტად გამოიყენა.
19 დეკემბერს, ისრაელის ჩემპიონატის მე-14 ტურში „ირონ ქირიათ შიმონასა“ და „სექციას“ შორის 3:3 დასრულდა. მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე პენალტი შეაგდო და გუნდი მარცხისგან იხსნა.
მიმდინარე სეზონში კუტალიამ ისრაელის ელიტარულ ლიგაში 14 შეხვედრა ჩაატარა (12 სასტარტოში). მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია. ასევე, ორ სათაშო მატჩში ორი გოლი გაიტანა.
2020 წლიდან კუტალია ისრაელის ჩემპიონატში ასპარეზობს. 2020-21 წლების სეზონის პირველი ნახევარი უმაღლესი ლიგის თელ-ავივის „ჰაპოელში“ გაატარა, სეზონის მეორე ნახევარში კი რანგით მეორე ლიგის უმ ალ-ფამის „ჰაპოელში“ გამოდიოდა.
2021 წლის ზაფხულიდან „სექცია ნეს ციონას“ ღირსებას იცავს, პირველ სეზონში გუნდს უმაღლეს ლიგაში აღზევებაში დაეხმარა, გასულ სეზონში ისრაელის რანგით მეორე ლიგის 35 მატჩში 9 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა.