ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ხვიჩასგან სწორედ ამას ველოდი“ - სანიოლის ინტერვიუ Gazzetta-სთან

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი იტალიურ La Gazzetta dello Sport-ს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა კვარა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, ვილი სანიოლი ასე პასუხობს:

ის ნამდვილად არის ისეთი ფეხბურთელი, რომელზეც ყველა ამახვილებს ყურადღებას, რადგან ევოლუცია, რომელიც მას ბოლო წელიწადში ჰქონდა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. კვარას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული თვისებები და მოსალოდნელიც იყო, რომ იტალიას სწრაფად მოერგებოდა. მაგრამ ახლა ის გოლის გატანის ფაზაშიც გაუმჯობესდა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ფეხბურთში გარკვეული სახის სტატისტიკა.

ელოდით, თუ არა მსგავს გავლენას სერია A-ში?

ამის იმედი მქონდა. ის, რაც მან იტალიის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო, ნამდვილად გაამართლა საუკეთესოს მოლოდინი. მისგან სწორედ ამას ველოდი.

როგორ ფიქრობთ, ნეაპოლი მისთვის შესაბამისი ადგილია?

ჯერჯერობით, ვიტყოდი, რომ კი, მაგრამ კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელისთვის ეს აბსოლუტური გაგებით დადასტურებული ვერ იქნება. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ სადაც არ უნდა თამაშობდეს, ყველაზე მთავარია მას მწვრთნელის ნდობა და რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდეს. ხვიჩას სპალეტისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მის გაზრდაში დიდ როლს ითამაშებს.

რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

ის ამბიციურია, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. კვარა ამას ყოველდღე აჩვენებს ვარჯიშზეც და ცხოვრების წესშიც. მან იპოვა სწორი ბალანსი ყველა კომპონენტს შორის. ბევრი მოთამაშე ამბობს, რომ სურთ საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი ამისთვის ყველაფერს არ აკეთებენ. ხვიჩა განსხვავებულია, ის ყველაფერს აკეთებს.

ვილი სანიოლმა ასევე მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიაში მოთამაშე ლუკა პარკაძეზეც ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ის მალე საქართველოს ნაკრების მორიგი ვარსკვლავი იქნება:

„შესაძლო ახალი ქართველი ვარსკვლავი? ვფიქრობ, ეს ლუკა პარკაძე იქნება, რომელიც მიუნხენის „ბაიერნის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს. დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი აქვს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 41 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს. ნეაპოლიტანელები იტალიის ჩემპიონატში ჯერჯერობით წაუგებლად ასპარეზობენ - 13 მოგება და 2 ფრე 15 ტურში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიუკასლი? ამის შანსი ნულია!“ - ჯუნტოლიმ ჭორები უარყო
„ნიუკასლი? ამის შანსი ნულია!“ - ჯუნტოლიმ ჭორები უარყო