ანზორ კავაზაშვილი, ემილიანო მარტინესი, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„საუკეთესოს ვერ დავასახელებ“ - კავაზაშვილი მუნდიალზე მეკარეებით იმედგაცრუებულია

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მეკარეების თამაშით იმედგაცრუებულია და ტურნირის საუკეთესო მეკარედ ვერავის დაასახელებს.

რას ამბობს კავაზაშვილი:

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ ვერავის დავასახელებ. ძალიან ვინერვიულე, რადგან იმედგაცრუებული ვიყავი. ვიტყოდი, რომ თავიდან მეკარეებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ ბოლო მატჩებში საუკეთესო არავინ ყოფილა. თუმცა, ერთადერთი ვისი დასახელებაც შემიძლია, არის ხორვატი ლივაკოვიჩი, ყველაზე დიდ უპირატესობას მას მივანიჭებ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ არგენტინის ნაკრების კიპერი, ემილიანო მარტინესი დასახელდა. ტურნირის ფინალში სამხრეთ ამერიკელებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში გუნდებმა თითო-თითო გოლები გაცვალეს, პენალტების სერიაში კი არგენტინამ 4:2 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წუთიერი დუმილი მბაპესთვის - ემილიანო მარტინესის შეძახილი გასახდელში
წუთიერი დუმილი მბაპესთვის - ემილიანო მარტინესის შეძახილი გასახდელში