ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ჯუნტოლი
Aa
Aa

„ნიუკასლი? ამის შანსი ნულია!“ - ჯუნტოლიმ ჭორები უარყო

ბოლო დღეების განმავლობაში, იტალიურ და ბრიტანულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბი „ნიუკასლი“ „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით არის დაინტერესებული.

კლუბის წარმომადგენლები „ნაპოლის“ ხელმძღვანელებსაც დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მზად არიან ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ცოტა ხნის წინ, ნეაპოლიტანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ იტალურ მედიასთან კატეგორიულად განაცხადა, რომ გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს.

რა თქვა ჯუნტოლიმ:

აბსოლუტურად, არანაირი შანსი არ არსებობს, რომ კლუბი მას გაყიდის. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი იქნება შეთავაზება.

„ნიუკასლ იუნაიტედი“ არ არის ერთადერთი კლუბი, რომელიც კვარაცხლიათი არის დაინტერესებული, თუ ის ოდესმე ხელმისაწვდომი გახდება. „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“ და სხვა მრავალი კლუბი მისი თამაშით აღფრთოვანებულია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზურგის ტრავმის შემდეგ მოედანს დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდა და „ნაპოლის“ სამ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა 17 დეკემბერს, „ვილიარეალთან“ 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო, თუმცა მისი გუნდი მეტოქესთან 2:3 დამარცხდა. სეზონის განახლებამდე „ნაპოლი“ ოთხშაბათს ფრანგულ „ლილის“ ესპარინგება, 4 იანვარს კი იტალიის სერია A-ში „ინტერს“ ესტუმრება.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის შემდეგ ხვიჩამ ყველა ტურნირზე 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნეაპოლელები ქართველებს ჰგვანან“ - ხვიჩა ნაპოლიში ყოფნით ბედნიერია
„ნეაპოლელები ქართველებს ჰგვანან“ - ხვიჩა ნაპოლიში ყოფნით ბედნიერია