მადრიდის რეალი, გიორგი შერმადინი, ტენერიფე, ედი ტავარესი
Aa
Aa

კარგი თამაში დაუფასდა - შერმადინის სლემი ტოპ 10-ში მოხვდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და საკუთარ კედლებში 60:87 დამარცხდა.

წაგების მიუხედავად, გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს. მისი კარგი თამაში კი ლიგა „ენდესამ“ დააფასა.

მატჩის მიმდინარეობისას, ქართველმა კალათბურთელმა  ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა. ეს კი ტურის ტოპ 10 სლემში მოხვდა. შერმადინის მომენტი მე-7 პოზიციაზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ვეტერან ქართველს წინააღმდეგობას თვით ედი ტავარესი უწევდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ჯამში პარკეტზე 23 წუთი და 29 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 10 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. ამ წაგების შემდეგ კი „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე დაქვეითდა. ვიდორეტას გუნდზე წინ სწორედ მადრიდული გრანდია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უგოლო
უგოლო "სუპერკლასიკო" - "რივერი" და "ბოკა" მშვიდობიანად დაშორდნენ