მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

“თუ არ გამაგდებენ ჩემით არ წავალ“ - ანჩელოტი საკუთარ მომავალზე

როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიის ნაკრებიდან ტიტე გაათავისუფლეს. მის შემცვლელად არაერთი სპეციალისტი დაასახელეს, მათ შორის კარლო ანჩელოტი.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბრაზილიის კონფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ „რეალის“ დამრიგებელთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ.

ჭორებს, თავად ანჩელოტიმაც უპასუხა:

„ბრაზილიის გაწვრთნა? არ ვიცი რა იქნება მომავალში. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ. უკვე ასაკში ვარ და მადრიდში ცხოვრებით ბედნიერებას განვიცდი. წინ კიდევ არაერთი მიზანი გვაქვს. რა თქმა უნდა, მომავალზე ფიქრის დრო მაქვს. „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე მაკავშირებს. თუ არ გამაგდებენ, ჩემით არსად წავალ.“

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია მუნდიალზე მეოთხედფინალში სენსაციურად დამარცხდა. „სელესაოს“ პენალტების სერიაში ხორვატიის ნაკრებმა აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პოლიტიკა სხვებმა უნდა აკეთონ“ - ფლიკმა ირიბად DFB გააკრიტიკა
„პოლიტიკა სხვებმა უნდა აკეთონ“ - ფლიკმა ირიბად DFB გააკრიტიკა