“ეს ისტორია მთავრდება“ - ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
დღეს კარიმ ბენზემას დაბადების დღეა. მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი 35 წლის გახდა. მსოფლიოს მასშტაბით მას უამრავი გულშემატკივარი ულოცავს. საპასუხოდ კი კარიმმა არასასიამოვნო ამბავი გააჟღერა.
ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა, „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გულშემატკივრებს ამცნო, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ბენზემა:
„იმისთვის, რომ იქ ვყოფილიყავი სადაც დღეს ვარ ბევრი ძალისხმევა ჩავდე. ასევე დავუშვი შეცდომებით, მაგრამ ამაყი ვარ! მე ჩემი ისტორია დავწერე, ახლა კი ეს ისტორია მთავრდება..“
J’ai fait les efforts et les erreurs qu’il fallait pour être là où je suis aujourd’hui et j’en suis fier !
— Karim Benzema (@Benzema) December 19, 2022
J’ai écrit mon histoire et la nôtre prend fin. #Nueve pic.twitter.com/7LYEzbpHEs
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ბენზემამ ტრავმა მიიღო და მისი თამაში გამოირიცხა, მაგრამ „რეალის“ შემტევი ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდა და ნაკრებში დაბრუნება თავისუფლად შეეძლო, თუმცა დეშამმა ამაზე უარი განაცხადა.
ასევე შეგახსენებთ, ბენზემა რამდენიმე წლის განმავლობაში ვალბუენასთან ინციდენტის გამო „მამლებიდან“ მოკვეთილი იყო. ჯამში კი კარიმმა საფრანგეთის ნაკრებში 97 შეხვედრა ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.