ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი სპორტული მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება“ - Il Mattino-ს სტატია კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგთან დაკავშირებული ტკივილები სრულად მოირჩინა და რამდენიმე კვირაა სრულფასოვნად ვარჯიში დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე თვეში „ნაპოლის“ შემადგენლობაში სამ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ბოლოს, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.

ხვიჩას გუნდი მარადონაზე გამართულ ტესტ-მატჩში 2:3 დამარცხდა, კვარაცხელიამ კი მეორე ნახევარში, როდესაც ანგარიში 1:3 იყო, თერთმეტმეტრიანით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა მისმა გუნდმა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, ქართველი შემტევის თამაშის ხარისხი იტალიური მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. ერთ-ერთი ბოლო სააგენტო, რომელმაც ხვიჩას შესახებ დაწერა, გავლენიანი Il Mattino იყო.

რა წერია სტატიაში:

ქართველი შემტევი, თურქეთში, „ანტალიასპორთან“ და „კრისტალ პალასთან“ ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების შემდეგ, „ვილიარეალთან“ შესამჩნევად გაზრდილი იყო. მან „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელებთან, პეპე რეინასთან და რაულ ალბიოლთან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ხვიჩამ მშვენივრად შეასრულა პენალტი და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ დარტყმების სპეციალისტია.

სპალეტიმ მასზე თქვა, რომ ოპტიმალურ ფორმას რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს. ეს „ნაპოლისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ის შეტევით ფაზაში ფუნდამენტური პაიკია მისი უნარით, მოატყუოს მოწინააღმდეგე დრიბლინგით, გააკეთოს საკვანძო პასი, ან დაარტყას კარში სახიფათოდ.

კვარა იძულებული გახდა, რომ ზურგის ტკივილის გამო სერია A-ს ბოლო 3 შეხვედრა გამოეტოვებინა, ვარჯიში კი მაშინ განაახლა, როდესაც „ნაპოლიმ“ სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო.

ქართველი ფეხბურთელმა ფეხბურთელმა ესპანელებთან შეუცვლელად თითქმის 50-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ის ახლა ჩვეულ ფორმას უბრუნდება და მისი სპორტული მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის 4 იანვარს, „ინტერთან“ მატჩისთვის სრულად მზად იქნება, მანამდე კი ოთხშაბათს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მის გუნდს „ლილის“ წინააღმდეგ ელის.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ დებიუტის შემდეგ მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Republic: “სპალეტის ხვიჩა ძალიან ენატრებოდა“
Republic: “სპალეტის ხვიჩა ძალიან ენატრებოდა“