ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ეთერ ლიპარტელიანი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

წლის ბოლო მასტერსი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ძიუდოში, წლის ბოლო მასტერსზე ისრაელის ქალაქი იერუსალიმი უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიება ხვალ დაიწყება და 22 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტილებით საქართველოს ნაკრები იერუსალიმში 14 (12 ბიჭი და 2 გოგონა)ძიუდოისტით იასპარეზებს.

დღეს ისრაელში გათამაშების წილისყრა გაიმართა,სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი პირველ ეტაპს გამოტოვებს და მეორე წრეში უზბეკ დილშოდბეკისა და ჩეხ დავიდ პულკრაბეკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

66 კილოში საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილი გამოვა,რომლის მეტოქეც საფრანგეთის წარმომადგენელი მაქსიმ გობერი იქნება.

ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და ის ბრაზილიელ დანიელ კარნინისა და ნილს სტამპს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში ლაშას მეტოქე შესაძლოა გიორგი ტერაშვილი იყოს ,რომელიც გათამაშების პირველ წრეში ებრაელ იდო ლევინს ხვდება.

81 კილოში მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში ასევე დაისვენებს. ტატოს მეტოქე მაროკოელ აჩრაფ მუტილსა და უნგრელ ატილა უნგვარს შორის გამარჯვებული იქნება.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი გამოვა. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს დაუპირისპირდება. ბექა ღვინიაშვილი ბერძენ თეოდორას ცელიდის შეხვდება, ხოლო ლუკა მაისურაძე თურქ მიჰაილ ზგანკს.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ჩვენი სახელით 4 ძიუდოისტი იასპარეზებს. ონისე სანებლიძე ძალებს უზბეკ მუზარფაბეკს ტურობოევთან მოსინჯავს. ილია სულამანიძე უნგრელ ცომბორ ვეგს შეერკინება. გიორგი ბერიაშვილის მეტოქე იტალიელი ჯენარო პირელი იქნება ,ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინს დაუპირისპირდება.

გოგონათა შორის კი მასტერსზე ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი გამოვლენ. ლიპარტელიანი პირველ წრეში დაისვენებს. ეთერის მეტოქე იაპონელ ცუკასა იოშიდსა და ბელგოელ მინა ლიბერს შორის გამარჯვებული იქნება. სოფიო სომხიშვილი კი გერმანელ რენე ლუხტს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მასტერსი დოჰაში ჩატარდა, საიდანაც საქართველოს დელეგაცია 5 მედლით დაბრუნდა. ოქროს ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი დაეუფლნენ. ვერცხლი ბექა ღვინიაშვილი მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლაშა ბექაური და ვაჟა მარგველაშვილი დასჯერდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 მედალი და გუნდური მე-2 ადგილი - ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
5 მედალი და გუნდური მე-2 ადგილი - ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა