ხვიჩა დაქვეითდა, ალვარესი დაწინაურდა - GOAL-ის განახლებული რეიტინგი
GOAL-მა 2023 წლის ოქროს ბურთის კანდიდატების რეიტინგი გამოაქვეყნა. სასიამოვნოა, რომ ათეულში კვლავ არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მე-9 ადგილს იკავებდა, თუმცა არგენტინელმა ხულიან ალვარესმა მუნდიალზე კარგი თამაში აჩვენა და მე-8 პოზიციაზე აინაცვლა, რამაც ხვიჩას ერთი საფეხურით ვარდნა განაპირობა.
საინტერესოა, რომ მე-20 ადგილზეა ემილიანო მარტინესი, რომელმაც მუნდიალის ფინალში ბრწყინვალედ ითამაშა, „ალბისელესტეს“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
GOAL-ის ვერსიით საუკეთესო ათეული ასეთია: 1. ლიონელ მესი 2. კილიან მბაპე 3. ერლინგ ჰოლანდი 4.ნეიმარი 5.რობერტ ლევანდოვსკი 6. ვინისიუს ჟუნიორი 7. კევინ დე ბრუინი 8. ხულიან ალვარესი 9. მოჰამედ სალაჰი 10. ხვიჩა კვარაცხელია
რას წერს Goal.Com ხვიჩაზე?
„ევროპული სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სერია ა-ს ლიდერობაში დაეხმარა. ასევე, ქართველმა ფეხბურთელმა ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულიყო.
არცერთი სტატისტიკა არ აჯამებს ფლანგის ფეხბურთელის გავლენას იმაზე უკეთ, ვიდრე ის ფაქტი, რომ ის ამჟამად ლიდერობს სერია A-ს ყველაზე მეტი გოლითა და ასისტით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
საქართველოს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობა აშკარად სერიოზული დარტყმა იყო მისი ოქროს ბურთის იმედებისთვის, მაგრამ მას ახლა კიდევ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი, რომ სეზონის მეორე ნახევრისთვის საუკეთესო ფიზიკურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.“