ვირჯილ ვან დეიკი
Aa
Aa

მაისურები აუქციონზე გაყიდეს - ნიდერლანდები მიგრანტების დასახმარებლად

ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელთა მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე გამოყენებული მაისურები აუქციონზე გაიყიდა. „ნარინჯისფრებმა“ კატარში მყოფი მიგრანტების დახმარება გადაწყვიტეს და მიღებული თანხა მათ მომხარდება.

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის მიხედვით, ჯამში 380 000 ევრო შეგროვდა. ეს თანხა გამოიყენება, რათა კატარში მყოფი მიგრანტების უფლებების დაცვა მოხდეს და საჭიროების შემთხვევაში, მათ პიროვნულ ზრდასა და სამართლებრივ საკითხებში შეუწყონ ხელი.

„ძალიან კარგია, რომ ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ შევძელით და წვლილი შევიტანეთ კატარში მყოფი მიგრანტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ფეხბურთელებს ცნობადობა და პლატფორმა გვაქვს და მნიშვნელოვანია, ჩვენი როლი ბოლომდე შევასრულოთ“, - განაცხადა ნიდერლანდელთა კაპიტანმა, ვირჯილ ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, რომ მიგრანტების უფლებების უგულებელყოფის გამო, კატარი ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გააკრიტიკა. უცხოურ პრესაში იწერებოდა, რომ სტადიონების მშენებლობას 6500-ზე მეტი მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაგრამ ოფიციალური მხარე აღნიშნავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა ბევრად ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წუთიერი დუმილი მბაპესთვის - ემილიანო მარტინესის შეძახილი გასახდელში
წუთიერი დუმილი მბაპესთვის - ემილიანო მარტინესის შეძახილი გასახდელში