გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, პენალტი საეჭვო იყო - LEquipe-ი მსაჯს აკრიტიკებს
Aa
Aa

გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, პენალტი საეჭვო იყო - LEquipe-ი მსაჯს აკრიტიკებს

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L'Equipe-მა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის მთავარი არბიტრი, შიმონ მარჩინიაკი გააკრიტიკა. L'Equipe-მა პოლონელი რეფერის შეფასებაც შემოგვთავაზა და მას 10 ქულიდან 2 დაუწერა.

ფრანგული გაზეთის მიხედვით, ლიონელ მესის მიერ დამატებით დროში გატანილი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან არგენტინის ნაკრების „ემოციურად დამუხტული სათადარიგო ფეხბურთელები“ მოედანზე მანამდე შევიდნენ, სანამ ბურთი კარის ხაზს გადაკვეთდა. L'Equipe-ს ფიფას წესი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, თუ გოლის გატანის შემდეგ, მსაჯმა თამაშის განახლებამდე შეიტყო, რომ შედეგიანი შეტევისას მოედანზე ზედმეტი რაოდენობის ადამიანები იყვნენ, გოლი უნდა გააუქმოს თუ ეს ადამიანი ფეხბურთელი, ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელი, შეცვლილი ფეხბურთელი, გაძევებული ფეხბურთელი ან იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელმაც მეტოქის კარი აიღო. ასეთ დროს, თამაში თავისუფალი დარტყმით უნდა განახლდეს იმ ადგილიდან, სადაც ეს ადამიანი იდგა.

ეს ყველაფერი არაა. L'Equipe-ის მიხედვით, პოლონელმა არბიტრმა პირველი თერთმეტმეტრიანის დროსაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ფრანგულ გაზეთს თუ დავუჯერებთ, დი მარიას წაქცევისას დანიშნული პენალტი „საეჭვო“ იყო და დემბელეს მხრიდან წესების დარღვევა აშკარა არ გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანებში მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, მუნდიალის ოქროს ბურთის მფლობელი კი ლიონელ მესი გახდა. ოქროს ბუცი კილიან მბაპეს ერგო, რომელმაც ტურნირი 8 გოლით დაასრულა. მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფანტასტიკურად ითამაშა. განსაკუთრებით საოცარი თამაში ფინალში აჩვენა, როცა „ალბისელესტეს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა, თუმცა პენალტების სერიაში მარცხის (4:2) გამო დეშამის გუნდმა ტიტული ვერ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემბელე მიწასთან გაასწორეს - LEquipe-მა ფინალური მატჩის შეფასებები შემოგვთავაზა
დემბელე მიწასთან გაასწორეს - LEquipe-მა ფინალური მატჩის შეფასებები შემოგვთავაზა