ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნეაპოლს სიამოვნებას ანიჭებს, არ უნდა დათმონ“ - იტალიური მედია ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ავტორიტეტული იტალიური გამოცემები ეხმაურებიან. Corrieredellosport-ი აღნიშნავს, რომ ნეაპოლში ქართველის თამაშით დიდ სიამოვნებას იღებენ და კლუბმა კვარაცხელია არ უნდა დათმოს. ასევე, გამოცემა სტატიას ლუჩანო სპალეტის კომენტარს ურთავს. სპალეტიმ აღნიშნა, რომ ქართველი უფრო და უფრო ხდება ლიდერი და თამაშში განსხვავებას ქმნის.

Corrieredellosport: „როცა კვარაცხელია თავისი ჩრდილიდან გამოვიდა, ტრადიციებისა და ნორმების მიხედვით დაიწყო მოქმედება, „ნაპოლი“ ზღაპრულ განზომილებას დაუბრუნდა. ჩვენ გვჭირდება კვარა აქ, მისი საოცარი ინტუიციებით, ერთი შეხებით თამაშით, საგოლე პასებითა და გიგანტური ტალანტით, ის აღმოაჩინეს საქართველოში და 10 მილიონად შეიძინეს, მისი ფენომენი მის მოძრაობებში შეისწავლეს. ნეაპოლში მისი თამაშით სიამოვნებას იღებენ და ის არ უნდა დათმონ.

მოედანზე გატარებული 1247 წუთიდან გამომდინარე, მისი თამაში მხიარული და უდარდელია. ახლა სეზონის მეორე ფაზა იწყება და „ნაპოლი“ ამისთვის ემზადება. ლუჩანო სპალეტი „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ხვიჩა ლიდერია და მან ეს უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს. ხვიჩას შესახებ საუბრისას სპალეტი აღნიშნავს:  „თამაში სუსტად დაიწყო, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ლიდერი გახდა და ჩვენ ეს გვჭირდება. ის საუკეთესო ფორმას მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაუბრუნდეს, რადგან ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც თავისი ხარისხით სხვა გუნდებთან განსხვავებას ქმნის.სწორედ ამ მიზეზით დავტოვე მოედანზე მეორე ტაიმში. პირველ ტაიმზე ბევრად უკეთ ითამაშა. ხანდახან, როცა მას ბურთი არ აქვს გუნდურ თამაშში უნდა მიიღოს მონაწილეობა. კვარაცხელია ლიდერია და მან ეს უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს“.

La Gazzetta dello Sport: „მას სჭირდება დრო, რომ საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს, საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. ეს ლუჩანო სპალეტიმ კარგად იცის“.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ სერია ა-ს ბოლო სამ ტურში არ უთამაშია.

ბრიტანული „თაიმსის“ ცნობით, „ნიუკასლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას გეგმავს, ხოლო იტალიური მედიის ცნობით, უახლოეს პერიოდში ნეაპოლური კლუბი ქართველ ტალანტთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Republic: “სპალეტის ხვიჩა ძალიან ენატრებოდა“
Republic: “სპალეტის ხვიჩა ძალიან ენატრებოდა“