„ახალ გუნდზე ასეთი გავლენა არავის მოუხდენია“ - რას წერს HITC-ი ხვიჩაზე
ცნობილმა ვებგვერდმა, Hitc.com-მა „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის სიტყვებზე დაწერა. ამ უკანასკნელს ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისების ალბათობაზე ჰკითხეს, რაც მან კატეგორიულად გამორიცხა და ბრიტანული გამოცემა სწორედ ამ თემას გამოეხმაურა.
„ნაპოლის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი აცხადებს, რომ იანვარში ხვიჩას წასვლის შანსი უბრალოდ არ არსებობს. ნეაპოლში დიეგო მარადონა მოსიარულე მესია იყო და გამომდინარე აქედან, კვარაცხელიას მეტსახელის, „კვარადონას“ უყურადღებოდ დატოვება ნამდვილად არ შეიძლება.
ხვიჩას გავლენა იმდენად შესანიშნავი და უეცარი იყო, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში, არ ყოფილა ფეხბურთელი, რომელმაც ახალ გუნდზე მისნაირი კვალი დატოვა. ქართველ შემტევს, რომელიც ნაპოლიში გადასვლამდე უცნობი ფეხბურთელი იყო, მონაწილოება 18 გოლში აქვს მიღებული და ეს აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია. მისი თამაში თვალწარმტაცია. კვარაცხელიას მეტსახელს მარადონასთან საერთო იმიტომ აქვს, რომ საცოდავ განაპირა მცველებს აქეთ-იქით ატრიალებს და პრეტცელის ფორმის ჩენჩოებად აქცევს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ Times-ის ცნობით, „ნიუკასლ იუნაიტედის“ მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა. მუნდიალის დაწყებამდე „ნიუკასლი“ ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად აკვირდებოდა. უახლოეს ორი სატრანსფერო ფანჯრისას „კაჭკაჭები“ კვარაცხელიას ტრანსფერზე იმუშავებენ.