თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

შენგელიამ 13 ქულა ჩაუგდო - ბრეშასთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო

იტალიის ლეგა ა-ში „ბრეშა“ შინ „ბოლონიასთან“ 77:89 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო ხუთეულში თორნიკე შენგელიამ ითამაშა, მან პარკეტზე 26 წუთი გაატარა, 13 ქულა ჩააგდო. ასევე, მის აქტივშია 5 მოხსნა და 2 პასი. 5-დან 2 მოხსნა შეტევაში შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. რაც შეეხება საჯარიმოებს, 4-დან 3 ზუსტი აღმოჩნდა. შენგელიამ 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 17 იყო. „ბოლონიას“ შემადგენლობაში მასზე უკეთესი პერფორმანსი მხოლოდ მოჰამადუ ჟაიტემ (13 ქულა, 9 მოხსნა) და კაილ ვიმსმა (14 ქულა) აჩვენეს.

„ვირტუს ბოლონიამ“ 11-დან 10 შეხვედრა მოიგო, 20 ქულით გათამაშების ლიდერია, შემდეგ შეხვედრას „პესაროსთან“ სტუმრად ჩაატარებს.

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში ბექა ბურჯანამაძემაც ითამაშა, „რეჯო ემილია“ „ვენეციასთან“ 101:115 დამარცხდა. „რეჯო ემილიას“ ქართველმა მოთამაშემ 14 წუთში 6 ქულა ჩააგდო და 4 მოხსნა შეასრულა. ბურჯანაძის გუნდმა 11-დან მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგო, ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები