ლიონელ მესი, კატარი 2022
Aa
Aa

„მესის არგენტინა ცას შეეხო“ - არგენტინული მედიის გამოხმაურებები

„ალბისელესტე“ პლანეტის საუკეთესო ნაკრები ისტორიაში მესამედ გახდა, 1978 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა პირველად იზეიმა, 1986 წელს დიეგო მარადონას ლიდერობით არგენტინელებმა მუნდიალი მოიგეს. დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ პირველად არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი კატარში გახდა, სადაც ფინალურ მატჩში საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

გთავაზობთ, არგენტინული მედიის ყველაზე ცნობილი გამოცემების გამოხმაურებებს:

Ole: „ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ“

Clarin: „ქვეყნის ბედნიერება. არგენტინა ჩემპიონია!“

La Nacion: „მსოფლიოს ჩემპიონები! კატარში მესის არგენტინა ცას შეეხო“

LA Voz: „არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია! მათ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხეს და მსოფლიოს ჩემპიონატი მესამედ მოიგეს“.

Ambito: „კატარის 2022 წლის მსოფლიო თასი: „არგენტინამ ყველაფერი გადალახა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა მესისთან ერთად, რომელიც არგენტინის ნაკრების ისტორიაში სამუდამოდ დარჩება“.

El Diario AR: „არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია“

TyC Sports: „კატარის მუნდიალი - მსოფლიოს ჩემპიონის გვირვინი არგენტინას“.

შეგახსენებთ, კატარი 2022-ის ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს (3:3), პენალტების სერიაში კი „ალბისელესტემ“ 4:2 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, ფრანგების მხრიდან მბაპემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მესის აქტივში დუბლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები