კილიან მბაპე, ლიონელ მესი, დიეგო მარადონა, პელე
Aa
Aa

„დიეგო ახლა ნამდვილად იღიმის“ - პელემ არგენტინის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ეროვნული გუნდი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და სანუკვარი თასი აღმართა. „ალბისელესტეს“ წარმატებას ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„დღეს, ფეხბურთი საკუთარი ისტორიის მოყოლას განაგრძობს და როგორც ყოველთვის, ამას გასაოცარი გზით აკეთებს. მესიმ თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და მისი კარიერა ამას იმსახურებდა. მბაპე, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ფინალში 4 გოლი გაიტანე და რა მაგარი საჩუქარი იყო, ჩვენი სპორტის ბრწყინვალე მომავლის ხილვა.

არ შემიძლია, მაროკოს ნაკრებს ჩინებული ასპარეზობა არ მივულოცო და ყოველთვის შესანიშნავია, აფრიკის გაბრწყინების ნახვა. მილოცვები არგენტინას! დიეგო ახლა ნამდვილად იღიმის“, - დაწერა ლეგენდამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.

View this post on Instagram

A post shared by Pelé (@pele)

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, მუნდიალის ოქროს ბურთის მფლობელი კი ლიონელ მესი გახდა. ოქროს ბუცი კილიან მბაპეს ერგო, რომელმაც ტურნირი 8 გოლით დაასრულა. მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფანტასტიკურად ითამაშა. განსაკუთრებით საოცარი თამაში ფინალში აჩვენა, როცა „ალბისელესტეს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა, თუმცა პენალტების სერიაში მარცხის (4:2) გამო დეშამის გუნდმა ტიტული ვერ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მუნდიალი და კოპა გამოცდილების გარეშე მოიგო“ - საბალეტა სკალონიზე
„მუნდიალი და კოპა გამოცდილების გარეშე მოიგო“ - საბალეტა სკალონიზე