„ეს GOAT-ზე დებატებს ასრულებს“ - მორგანის პროვოკაციული პოსტი
მაშინ როცა ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ფაქტობრივად დაასრულა კამათი, თუ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში, ინგლისელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა პროვოკაციული პოსტი გამოაქვეყნა.
„ვეთანხმები, რომ ეს დებატებს ერთხელ და სამუდამოდ ასრულებს. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუა“.
Yes, I agree that settles the debate once and for all… @Cristiano is the ???? pic.twitter.com/LRomQ5ol5T
— Piers Morgan (@piersmorgan) December 18, 2022
პირს მორგანი ლიონელ მესის ჩემპიონობას გამოეხმაურა. მან ლეოსა და „ალბისელესტეს“ ჩემპიონობა მიულოცა.
ფანტასტიკური საკლუბო კარიერის გარდა ლიონელ მესიმ სამი სანაკრებო ტიტული მოიგო: ევროპისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულების სუპერთასი (2022), კოპა ამერიკა (2021), მუნდიალი (2022). რაც შეეხება რონალდუს, მას მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს მოუგია, კატარის მუნდიალს კი ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა, პორტუგალიის ნაკრები ტურნირს 1/4-ფინალში დაემშვიდობა, როცა მაროკოსთან დამარცხდა (1:0).