მესი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშეა - გამარჯვება ნეიმარმა მიულოცა
კატარის მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ენცო ფერნანდესი დასახელდა, რომელიც 21 წლის ასაკში „ალბისელესტესთან“ ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ენცომ მუნდიალზე 7 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა.
კატარის მუნდიალის საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი დასახელდა, რომელმაც ფინალში საოცრად ითამაშა, პენალტების სერიაში კი ერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ლიონელ მესის გადაეცა. საინტერესოა, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონობა ნეიმარმა მიულოცა: „გილოცავ, ძმაო“.
ლიონელ მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალის ოქროს ბურთი ორჯერ მოიგო (2014, 2022).
მუნდიალის ოქროს ბუცი კილიან მბაპემ მოიგო, რადგან 8 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფანტასტიკურად ითამაშა. განსაკუთრებით საოცარი თამაში ფინალში აჩვენა, როცა „ალბისელესტეს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა, თუმცა პენალტების სერიაში მარცხის (4:2) გამო დეშამის გუნდმა ტიტული ვერ დაიცვა.