ემილიანო მარტინესი: „ოცნება ამიხდა, სიტყვები არ მაქვს“
კატარი 2022-ის ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს (3:3), პენალტების სერიაში კი „ალბისელესტემ“ 4:2 გაიმარჯვა. პენალტების სერიაში არგენტინელთა ნაკრების მეკარემ ერთი პენალტი მოიგერია. ასევე, დამატებითი დროის მიწურულს ფეხით მაგარი ბურთი აიღო და ბრწყინვალე პერფორმანსი შემოგვთავაზა.
ემილიანო მარტინესი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
ემილიანო მარტინესი: „თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა მეტოქე თამაშში დაბრუნდა. 2:0-ს ვიგებდით და მეტოქემ გაათანაბრა, შემდეგ 3:2-ს ვიგებდით და კვლავ გაგვიტანეს, თუმცა თამაშის მიწურულს ბურთი ფეხით მოვიგერია, ოცნება ამიხდა, სიტყვები არ მაქვს.
მე ყოველთვის ვინარჩუნებ სიმშვიდეს, ასე იყო პენალტების დაწყებამდე, თანაგუნდელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ, დღესაც ასე იყო.
ამ გამარჯვებას ჩემს ოჯახს ვუძღვნი. ოჯახი კარიერის ადრეულ ეტაპზე დავტოვე და სათამაშოდ ინგლისში წავედი. გამარჯვება ჩემი ოჯახის წევრებს ეძღვნება“.
ემილიანო მარტინესმა მესამე სანაკრებო ტიტული მოიგო: ევროპისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულების სუპერთასი (2022), კოპა ამერიკა (2021), მუნდიალი (2022).