„რონალდუ მუნდიალის იმედგაცრუებაა, მესი საპირისპირო“ - მათეუსმა კრიშტიანუ გააკრიტიკა
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა მუნდიალზე კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა და მას ტურნირის იმედგაცრუება უწოდა.
რა თქვა მათეუსმა:
კრიშტიანუ რონალდუ, რა თქმა უნდა ის მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი იმედგაცრუებაა, ლიონელ მესიზე კი შემიძლია სრულიად საპირისპირო ვთქვა. რონალდუმ თავისი ეგოთი საკუთარი თავიც და გუნდიც დააზარალა.
ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მსოფლიო დონის ბომბარდირი, ახლა კი ის მუდმივად თავის მემკვიდრეობას ანგრევს.
მიჭირს მისი წარმოდგენა რომელიმე კლუბში. ძალიან ვწუხვარ მის გამო...
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მუნდიალს ¼ ფინალში, მაროკოსთან მარცხის (1:0) შემდეგ დაემშვიდობა. კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, თუმცა საგულისხმოა, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ძირითად შემადგენლობაში არც 1/8 ფინალში, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.
რონალდუმ რამდენიმე თვის წინ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა და ამ დრომდე უგუნდოდაა. პორტუგალიელის სახელს ყველაზე აქტიურად საუდის არაბეთის გუნდ „ალ-ნასრის“ უკავშირებენ.