სოფიან ამრაბატი - ბარსას ახალი სამიზნე
კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი სოფიან ამრაბატი გახლავთ. მაროკოელმა ნახევარმცველმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ის უმალ ევროპული გრანდების ინტერესის ქვეშ მოექცა.
Relovo-ს ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ფიორენტინას“ ფეხბურთელით არც მეტი, არც ნაკლები კატალონიის „ბარსელონა“ ინტერესდება.
El Barça ha preguntado por Amrabat para verano. El jugador ya sabe que gusta en Barcelona, pero los 40M que pide la Fiore lo alejan del Camp Nou. El Tottenham está bien colocado. #fcblivehttps://t.co/YCUYqdkT9z
— Toni Juanmartí (@tjuanmarti) December 17, 2022
ხუანმარტის თქმით, „ბლაუგრანა“ მზად არის სოფიანის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. ბარსას ხელმძღვანელობა 26 წლის ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებულია და ნახევარდაცვაში მის როლს საკმაოდ ნათელ ფერებში ხედავს.
შეგახსენებთ, რომ ამრაბატი 2020 წლიდან „ფიორენტინას“ საკუთრება გახლავთ. 2020 წლიდან დღემდე, სოფიანმა იტალიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 78-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.