კატარი 2022
Aa
Aa

1 ლარი და 16 თეთრი საათში - ქართული ფაბრიკა, სადაც პოპულარული ნაკრებების ფორმები იკერება

18 დეკემბერს ყველაზე პოპულარული სანაკრებო ტურნირის, 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გველის. მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების ვინაობას არგენტინა და საფრანგეთი ფინალურ მატჩში, თბილისის დროით 19:00 საათიდან გაარკვევენ.

აჭარა ტექსტილმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ფინალისტი საფრანგეთისთვის 150 000 წყვილი ფორმა შექმნა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანიამ ასეთი დონის ნაკრებისთვის სპორტული ინვენტარი შეკერა.  ქართულ საწარმოში შეკერილი ფორმებით: ხორვატია, ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ურუგვაი,  თამაშობდა, ვინაიდან, აჭარა ტექსტილი სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს და ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: ნაიკი,  პუმა,  ლოტო და ენიმაა, ამიტომ საკლუბო კუთხითაც, ქართულ ბაზარზე, სხვადასხვა  დროს: ლივერპულის, აიაქსის, არსენალის, ლიონის, მალაგას, ატლეტიკოს, გალათასარაის, ჩელსისა და დორტმუნდის ფორმები შეკერილა. აღსანიშნავია, რომ საჩემპიონო სეზონში საფეხბურთო კლუბი ლივერპული სწორედ ,,MADE IN GEORGIA"-ს წარწერით თამაშობდა.

კომპანია წარმოდგენილია ბათუმში, ბობოყვათში, ფოთსა და რუსთავში. საინტერესოა, რომ რუსთავის ფილიალის გახსნისთვის 2020 წელს, საწარმოს სახელმწიფოს მხრიდან მიწა და მასში შემავალი შენობა-ნაგებობი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, თუმცა გარკვეული წინაპირობებით გადაეცა, ქართული სამკერვალო ფაბრიკის მფლობელები კი  რეალურად, თურქი ძმები: ჯემალ და ქემალ ბილგინგულლუოღლუები არიან და თავად კომპანიაც თურქეთშია რეგისტრირებული. 

დავინტერესდი და ფინალის წინ თვალი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორმის ღირებულებას, ოფიციალურ ვებგვერდზე გადავავლე. მხოლოდ მაისურის გრაფის გვერდით 140 ევროა მითითებული, რაც 18 დეკემბრის კურსით 387 ლარი და 10 თეთრია. თუ მაისურთან ერთად სათამაშო შორტსაც შევიძენთ, დამატებით 40 ევროს გადახდა მოგვიწევს, რაც 110 ლარსა და 60 თეთრს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ სრული კომპლექტის ყიდვა მოგვესურვება 497 ლარისა და 70 თეთრი უნდა გადავიხადოთ, რაც აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებული 1 ადამიანის ხელფასზე საშუალოდ 147 ლარითა და 70 თეთრით მეტია. ქართულ სამკერვალო ფაბრიკაში 1 ადამიანის მოჭრილი ხელფასი  350 ლარს შეადგენს და საუკეთესო (გამონაკლის შემთხვევაში) ბონუსების სახით, შესაძლოა, ეს თანხა მაქსიმუმ 800 ლარით განისაზღვროს.

როგორც შევიტყვეთ, საწარმო დასაქმებული ადამიანის ტრანსპორტირებასა და კვებას უზრუნველყოფს, თუმცა: საშუალოდ , ფაბრიკაში 1 მკერავის ანაზღაურება დღეში 14 ლარს შეადგენს, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 8 საათიანი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, საათში 1. 75 ლარია, თუმცა ფაბრიკაში არა 8, არამედ დაახლოებით 10-12 საათი მუშაობენ, შესაბამისად, საათობრივი ანაზღაურება კიდევ უფრო მცირდება და 1.16 ლარს შეადგენს.

აკრძალულია მობილური ტელეფონის გამოყენება, ამის გარდა სამსახურის გაცდენის შემთხვევაში, საქმეში ფულადი ჯარიმაც ერთვება, დასვენების დღე კი მხოლოდ კვირაა. მომსახურე პერსონალი მუშაობს სადღესასწაულო დღეებშიც და არ უნაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სამკერვალო ფაბრიკა ქართულ ბაზარზე 2009 წლის მაისში გამოჩნდა და უკვე 13 წელია ფუნქციონირებს.

შენიშვნა: მასალა შეიცვალს აჭარა ტექსტილის ფოტოებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არგენტინა VS საფრანგეთი - მატჩის წინ
არგენტინა VS საფრანგეთი - მატჩის წინ