კილიან მბაპე, კატარი 2022
Aa
Aa

„მბაპე მხოლოდ შეტევაზეა ორიენტირებული და ფლანგს დაუცველს ტოვებს“

„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დენი მერფიმ მუნდიალის ფინალის წინ, თავისი მოსაზრება დააფიქსირა და განსაკუთრებით კილიან მბაპეს თამაში აღწერა.

„მე ვნახე, თუ როგორ გაანადგურა მბაპემ 2018 წელს არგენტინის ნაკრები, მაგრამ ამჯერად მესის ბარიერის გადალახვა ასე ადვილი აღარ იქნება. ახლა არგენტინა სულ სხვა გუნდია, უფრო დისციპლინირებული და ნაკლებად გახსნილი ვიდრე რუსეთში იყო.

საუდის არაბეთთან პირველი მატჩისა და ნიდერლანდებთან იმ გიჟური 15 წუთის გარდა, არგენტინელთა დაცვა ძალიან მტკიცედ და ტაქტიკურად ძალიან მოქნილად გამოიყურებოდა. ისინი სხვადასხვა ფორმირებებსაც კარგად იყენებენ.

საინტერესოა ითამაშებს, თუ არა არგენტინა ვინგბექებით მბაპეს შესაჩერებლად, ისევე როგორც ამას მაროკო აკეთებდა, სანამ მათ ხელს ტრავმები შეუშლიდა.

დარწმუნებული ვარ, ლიონელ სკალონი შეხედავს რა პრობლემები შეუქმნა საფრანგეთს მაროკომ, თუმცა არგენტინელი მარჯვენა მცველი ნაუელ მოლინა არ არის ისეთი ათლეტური, როგორც კაილ უოკერი და აშრაფ ჰაკიმი.

არა მგონია, ამჯერად შვიდი გოლი ვიხილოთ, მაგრამ ფსონები იმდენად მაღალია, რომ თამაში ძალიან მიმზიდველი იქნება. ჯადოქრობის მომენტმა შესაძლოა დაძაბული მატჩის ბედი გადაწყვიტოს და ამას, მესისგან ან მბაპესგან მთელი მსოფლიო ელოდება.

ჩემი გონება და გული სხვადასხვა რამეს ამბობს. ლოგიკა ამბობს, რომ საფრანგეთი უკეთესია, მაგრამ მე არგენტინის მოგება მინდა. მესის და მათი ეროვნული ნაკრების გულშემატკივრების გამო, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ტურნირში.

მესი წინა სამ მატჩში წარმოუდგენელი იყო და თითოეულში გოლი გაიტანა. შეუძლია მას ეს გააგრძელოს? არგენტინას იმედი აქვს, რომ მბაპეს მხოლოდ შეტევაზე ფოკუსირების უფლებას აძლევენ. ეს საფრანგეთს მის ფლანგზე დაუცველს ტოვებს.

დიდიე დეშამმა ეს საკითხი მარკუს ტურამის მარცხენა ფლანგზე და მბაპეს შეტევის ცენტრში გადაწევით უნდა გადაჭრას.

შანსები 50/50-ზეა, მეც ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, საფრანგეთი მოიგებს, მაგრამ შესაძლოა ბედმა მესის ეს თასი აჩუქოს“,

- განაცხადა მერფიმ Daily Mail-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეინკარნაცია - როგორ გადაიქცა გრიზმანი ზიდანის და პლატინის ნაზავად
რეინკარნაცია - როგორ გადაიქცა გრიზმანი ზიდანის და პლატინის ნაზავად