აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ჰაკიმი: “ინფანტინო ჩემი მეგობარია, მას ბოდიში მოვუხადე“

მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში ერთი ინციდენტი დაფიქსირდა. კერძოდ, აშრაფ ჰაკიმიმ მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ საერთოდ ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს დაუყვირა.

თვითმხილველის თქმით პსჟ-ს მარჯვენა მცველი ძალიან ხმამაღლა საუბრობდა: „ჩვენთან ზედიზედ მეორე მატჩია ასე იქცევით, რა გჭირთ?“

ამ ფაქტის გავრცელების შემდეგ, მაროკოელი ფეხბურთელი გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს. თავად ჰაკიმიმ დაშვებული შეცდომა გაიაზრა და საჯაროდ ბოდიში მოიხადა.

ჰაკიმი:

„რეალურად განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უბრალოდ გაბრაზებული ვიყავი. მატჩის დასრულების შემდეგ, ინფანტინოსთან წავედი და ჩემი სიტყვების გამო ბოდიში მოვუხადე. ის ჩემი მეგობარია და დიდ პატივს ვცემ.“

შეგახსენებთ, რომ მაროკომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამორჩეულად იასპარეზა. რეგრაგის გაწვრთნილმა ნაკრებმა მერვედფინალში ესპანეთი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში პორტუგალია. ნახევარფინალში კი საფრანგეთთან წააგო. ასევე, მაროკო მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიასთან დამარცხდა და მუნდიალზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეშლილი პატრიოტები - დალომბარდებული მანქანა, 3-წლიანი სესხი ბანკში
შეშლილი პატრიოტები - დალომბარდებული მანქანა, 3-წლიანი სესხი ბანკში