ჯანი ინფანტინო, კატარი 2022, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ჰაკიმი მსაჯით უკმაყოფილო იყო და ინფანტინოს საჯაროდ უყვირა

მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში ერთი ინციდენტი დაფიქსირდა. კერძოდ, მაროკოელთა მარჯვენა მცველმა აჩრაფ ჰაკიმიმ მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ საერთოდ ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს დაუყვირა.

თვითმხილველი ამბობს, რომ ჰაკიმი მსაჯის გადაწყვეტილებებით იყო უკმაყოფილო და ამ თემაზე დაჯილდოებისას ინფანტინოს შესჩივლა. ის საკმაოდ ხმამაღლა და გარკვევით ყვიროდა.

შვედი ჟურნალისტი ამ ამბის თვითმხილველი გახდა და ის შემდეგ რამეს ჰყვება:

„ჰაკიმი ძალიან, ძალიან ხმამაღლა საუბრობდა: „ჩვენთან ზედიზედ მეორე მატჩია ასე იქცევით, რა გჭირთ?“

ფიფას თანამშრომლებს სურდათ, რომ ეს კადრები წაგვეშალა. გასაგებია, რომ ეს მათთვის უსიამოვნო სცენებია, მაგრამ ცოტა გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ ათიოდე ჟურნალისტი ნანახზე არ დაწერს.

შემდეგ ინფანტინო გვირაბიდან გამოვიდა და ხალხმა მას დაუსტვინა. შესაძლოა მისთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტი არ იყოს, თუმცა ის პროფესიონალივით იქცეოდა“.

- თქვა შვედმა ჟურნალისტმა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Republic: “სპალეტის ხვიჩა ძალიან ენატრებოდა“
Republic: “სპალეტის ხვიჩა ძალიან ენატრებოდა“