ნაპოლი, ვილიარეალი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Republic: “სპალეტის ხვიჩა ძალიან ენატრებოდა“

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მესამე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად სპალეტის გუნდი „ვილიარეალს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, თუმცა მატჩის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩს დასრულების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელზე Republic-მა დაწერა.

რას წერს Republic?

„შესვენებამდე დაფიქსირებული შედეგი მკაფიოა. 8 გოლი და 10 საგოლე პასი. სპალეტის კვარაცხელია ძალიან ენატრებოდა. იტალიელ სპეციალისტს ძალიან გაუხარდა, როდესაც ხვიჩა „ნაპოლის“ თურქეთში შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა 3 ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ტრავმისგან გამოწვეული ტკივილი გაქრა, მაგრამ მისი საფირმო მოძრაობები, დრიბლინგები, სისწრაფე და ნებისმიერი პოზიციიდან გოლის გატანის უნარი ჯერჯერობით არ ჩანს. რა თქმა უნდა, ეს საგანგაშო არ არის.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ტალანტმა წელის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ლივერპულის“ წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც სერია ა-ს რამდენიმე ტური გამოტოვა. ხვიჩამ მოედანზე გასვლა თურქეთში, ამხანაგური მატჩის დროს „ანტალიასპორის“ წინააღმდეგ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ერთა ლიგაზე ვაპირებ თამაშს“ - მოდრიჩი სანაკრებო მომავალზე
“ერთა ლიგაზე ვაპირებ თამაშს“ - მოდრიჩი სანაკრებო მომავალზე