ანორთოსისი, გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, აპოელი, ლაშა დვალი
Aa
Aa

ლორიამ პენალტი აიღო - აპოელმა ანორთოსისს მაინც მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, კვიპროსზე საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს. კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-15 ტურში „ანორთოსისმა“ „აპოელს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ეს მატჩი ინტერესს იმით იწვევდა, რომ მასპინძელთა კარს გიორგი ლორია იცავდა, რომელსაც წაგების მიუხედავად, კარგი მატჩი ჰქონდა. მოწინააღმდეგე გუნდში კი ორი ქართველი გამოდიოდა - გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი.

მატჩი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. პირველ ტაიმში გუნდებმა კარისკენ მხოლოდ 2-2-ჯერ დაარტყეს, მაგრამ საინტერესო მომენტი მე-11 წუთზე დადგა. „ანორთოსის“ კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან მარკინიოსი მივიდა და ლორიას დაურტყა, თუმცა ქართველმა მეკარემ ბურთი მოიგერია და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

სამწუხაროდ, მხოლოდ გიორგის კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა. 29-ე წუთზე ჰაროიანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „აპოელი“ დაწინაურდა. საბოლოოდ, მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და სტუმართა გუნდმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ, „ანორთოსისი“ 18 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო „აპოელი“ 36 ქულით გათამაშების ლიდერი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრეიკმა არგენტინა დაწყევლა? - გულშემატკივრები ანერვიულდნენ
დრეიკმა არგენტინა დაწყევლა? - გულშემატკივრები ანერვიულდნენ