ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას გოლი ვილიარეალთან - ნაპოლი დიეგო მარადონაზე დამარცხდა

ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე „ვილიარეალთან“  2:3 დამარცხდა.

ამხანაგური მატჩის მე-12 წუთზე ესპანური კლუბის ფრანგმა ნახევარმცველმა ეტიენ კაპუემ ანგარიში გახსნა. მე-14 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა წონასწორობა აღადგინა. „ვილიარეალი“ ნიკოლას ჯეკსონმა 67-ე წუთზე დააწინაურა. 70-ე წუთზე ჟერარდ მორენომ შეაგდო - 1:3. მატჩის საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა, მან პენალტი ზუსტად შეასრულა, „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ თავი გოლით პირველად გამოიჩინა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კლუბის სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. 21 წლის ნახევარმცველი საუკეთესო ფორმისგან შორსაა. მის თამაშს სიმწვავე აკლდა. ასევე, პირველ ტაიმში ბურთი რამდენჯერმე დაკარგა. მეორე ტაიმში შეაგდო, თუმცა მან და ზოგადად „ნაპოლიმ“ სუსტი თამაში ჩაატარეს, ლა ლიგის კლუბმა დამსახურებულად მოიგო, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო და ასეთ მატჩებში მთავარი შედეგი არაა, სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადების პროცესია.

ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წელის ტრავმა აწუხებდა და ფორმაში შესვლას გარკვეული დრო სჭირდება. მას სერია ა-ს ბოლო სამ ტურში არ უთამაშია და „ნაპოლის“ სეზონის მეორე ნახევრისთვის დაწყებულ მოსამზადებელ ეტაპზე შეუერთდა.

ხვიჩას გამორჩეული მომენტები ვილიარეალთან

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. 

ბრიტანული „თაიმსის“ ცნობით, „ნიუკასლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას გეგმავს, ხოლო იტალიური მედიის ცნობით, უახლოეს პერიოდში ნეაპოლური კლუბი ქართველ ტალანტთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური პრესა: 50-დღიანი პაუზის შემდეგ გენიოსი მარადონაზე ბრუნდება
იტალიური პრესა: 50-დღიანი პაუზის შემდეგ გენიოსი მარადონაზე ბრუნდება