ფერდინანდი: „მოდრიჩს იუნაიტედში გადმოსვლაზე შევუთანხმდი, თუმცა...“
„მან. იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა Rio Ferdinand Presents FIVE-ში საუბრისას საინტერესო ამბავი გაიხსენა. მისი თქმით, 2012 წელს ლუკა მოდრიჩი „მან. იუნაიტედში“ გადასვლას დათანხმდა, თუმცა როგორც შემდგომ აღმოჩნდა, „წითელი ეშმაკების“ მმართველებს შინჯი კაგავასთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდათ. ამიტომ, გარიგება არ განხორციელდა.
ფერდინანდი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ტრანსფერების განხორციელებაში საფეხბურთო კარიერის დროს აქტიურად მონაწილეობა.
„მოდრიჩს ვესაუბრე ვიდრე „რეალში“ გადავიდოდა, რადგან ეს არის, რასაც ვაკეთებდი, კარიერის დასრულებამდე მოთამაშე აგენტი ვიყავი.
როცა მოდრიჩს ვესაუბრე, მახსოვს ვუთხარი: „ტოტენჰემს“ ტოვებ?“ მან მიპასუხა: „დიახ, წასვლაზე ვფიქრობ“. მაშინ დარწმუნებული არ იყო, თუ სად წავიდოდა.
მე ვუთხარი: „მისმინე, მოდი „იუნაიტედში“. მან მითხრა: „მისმინე, მე მინდა გავხდე პირველი ხორვატი, რომელიც „მან. იუნაიტედში“ ითამაშებს. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ?“
ფერდინანდი აგრძელებს: „მიუხედავად ამისა, ტრანსფერი არ შედგა. დევიდ გილსა და სერ ალექს ფერგიუსონს ვესაუბრე, ისინი შინჯი კაგავასთან უკვე შეთანხმებულნი იყვნენ, ამიტომაც ტრანსფერი არ გამოვიდა“.
შეგახსენებთ, 2012 წელს მოდრიჩი „ტოტენჰემიდან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა და დღემდე „სამეფო კლუბის“ წევრია, 37 წლის ასაკშიც საოცარ ფორმაშია, რაც კატარის მუნდიალზეც გამოჩნდა, როცა ხორვატიამ მესამე ადგილი დაიკავა.
ფერდინანდმა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გაიხსენა. 2013 წელს, როცა ტიაგო ალკანტარამ „ბარსელონა“ დატოვა და კარიერა „ბაიერნში“ გააგრძელა, მიუნხენურ კლუბში გადასვლამდე „მან. იუნაიტედში“ ტრანსფერთან ახლოს იყო:
„როცა მან „ბარსელონა“ დატოვა, ვესაუბრე და „იუნაიტედში“ გადმოსვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ ფელაინი გავიფორმეთ“.