საფრანგეთი, არგენტინა, დრეიკი
Aa
Aa

დრეიკმა არგენტინა დაწყევლა? - გულშემატკივრები ანერვიულდნენ

მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. გასარკვევი მხოლოდ ჩემპიონის ვინაობაა. ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი უპირისპირდებიან. რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ადამიანები საკუთარ პროგნოზს აკეთებენ.

გამონაკლისი არც კანადელი რეპერი დრეიკი გახდა, რომელმაც მხარი არგენტინას დაუჭირა, მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა ეს „ალბისელესტესთვის“ სასიამოვნო საერთოდ არ იყოს.

დამტკიცებული ფაქტია, რომ დრეიკმა ბოლო წლებში ვისაც დაუჭირა მხარი ვერავინ ვერ გაიმარჯვა. ამის ნათელი მაგალითი მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისია. რეპერმა ალფონსო დევისთან ერთად გადაიღო სურათი, ხოლო ამის შემდეგ, კანადის ნაკრებმა სამივე მატჩი წააგო და ჯგუფში ჩარჩა.

დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დრეიკი „ნაპოლის“ სპორტულ ტანისამოსშია გამოწყობილი და მხარს არგენტინას უჭერს. ვიდეო სულ რაღაც 3 წამი გრძელდება, მაგრამ „ალბისელესტეს“ ქომაგები ანერვიულდნენ.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გვხვდება კომენტარები:

„დრეიკმა არგენტინის გამარჯვება იწინასწარმეტყველა. მოდით ყველამ ფული საფრანგეთზე დავდოთ.“

„ღმერთო, თუ არგენტინა წააგებს ეს დრეიკის ბრალი იქნება.“

საინტერესოა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, კანადელმა რეპერმა 2 მილიონი დოლარი UFC-ის მებრძოლის, ისრაელ ადესანიას გამარჯვებაზე დადო, მაგრამ მან წააგო. მან ასევე 649 000 დოლარი „ბარსელონაზე“ დადო. კატალონიურ გრანდს „რეალისთვის“ უნდა მოეგო, მაგრამ წააგო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის მატჩი 18 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი პრეზიდენტს - ბენზემა მაკრონის მიწვევას არ დათანხმდა
უარი პრეზიდენტს - ბენზემა მაკრონის მიწვევას არ დათანხმდა