რეგრაგი: “უფრო ძლიერები დავბრუნდებით“
მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. სულ ცოტა ხნის წინ მესამე ადგილისთვის მატჩი დასრულდა. ხორვატიამ მაროკო 2:1 დაამარცხა. თამაშის შემდეგ, მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ კომენტარი გააკეთა.
რეგრაგი:
„ამ მსოფლიო ჩემპიონატისგან ძალიან ბევრი ვისწავლეთ. ჩვენ კვლავ ბედნიერები და ამაყები ვართ, რადგან ასეთ დიდ ტურნირზე მეოთხე ადგილი დავიკავეთ. ასევე, მინდა მივულოცო ხორვატიას, რადგან მათ მესამე ადგილზე გასვლა დაიმსახურეს. მსაჯებს ყურადღების ცენტრში ყოფნის საშუალება არ უნდა მივცეთ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან ბევრი ვისწავლეთ, ძლიერები ვართ და კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდებით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ხორვატიას გამარჯვებას და დამსახურებულ მედალს.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მუნდიალზე რეგრაგიმ რეკორდი დაამყარა. ის გახდა პირველი აფრიკელი მწვრთნელი, რომელიც ჯერ მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო შემდეგ ნახევარფინალში.
შეგახსენებთ, რომ მაროკო მუნდიალის ნახევარფინალში საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა. იქამდე კი ასპარეზობას ესპანეთი და პორტუგალია გამოთიშა.