საფრანგეთი, არგენტინა, ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

“სიფრთხილეს გამოვიჩენთ“ - ემილიანო მარტინესი ფინალის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი უპირისპირდებიან. მატჩის წინ, „ალბისელესტეს“ კარის დარაჯმა ემილიანო მარტინესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მარტინესი:

„ბრაზილიაში ფავორიტი ბრაზილია იყო და ახლა იმავეს საფრანგეთზე ამბობენ. მოგვწონს და დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რომ ჩვენ ფავორიტები არ ვართ. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფრანგები ჩვენ მსოფლიო დონის გუნდად აღგვიქვამენ. ჩვენ კი ამას პატივს ვცემთ.

საფრანგეთი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია. იყო შანსი, რომ მათ მერვედფინალში შევხვედროდით. სიფრთხილეს გამოვიჩენთ, რადგან ვიცით, თუ რა კარგები არიან ფრანგები.

შეცდომის ფასი ძალიან დიდია. ერთმა მცირე დეტალმაც კი შესაძლოა ყველაფერი გადაწყვიტოს. ძალიან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით. მესი, ისევე, როგორც ყველა არგენტინელი ბედნიერია. ლეო კოპა ამერიკაზე საუკეთესო იყო და ვფიქრობ, მუნდიალზეც ასეა.

ფეხბურთი საკმაოდ უცნაური სპორტია. რუსეთში, როდესაც არგენტინა საფრანგეთს ხვდებოდა, სამშობლოში ვიყავი და მეგობრებთან ერთად ბარბიქიუს მივირთმევდი, დღეს კი ფინალში ვთამაშობ.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და არგენტინის დაპირისპირება 18 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შანსები თანაბარია“ - დემბელე ფინალის წინ
“შანსები თანაბარია“ - დემბელე ფინალის წინ