საფრანგეთი, უსმან დემბელე, არგენტინა
Aa
Aa

“შანსები თანაბარია“ - დემბელე ფინალის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი უპირისპირდებიან. მატჩის წინ, „მამლების“ შემტევმა უსმან დემბელემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დემბელემ?

„შანსები თანაბარია. ყველაზე მეტი ყურადღება, რა თქმა უნდა, მესის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ. ის არის ფეხბურთელი ინიესტასთან ერთად, რომელმაც „ბარსელონა“ შემაყვარა. მასთან ერთად 4 შესანიშნავი წელი გავატარე. ლეო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან ეხმარება. მან უამრავი რამ მასწავლა.

ზოგადად, მესის გაჩერება ალბათ ყველაზე რთული რამ არის. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის ბურთს ხშირად არ შეეხოს. რაც შეეხება არგენტინის აგრესიულ თამაშს, არ მგონია, რომ ამას სიბოროტის გამო აკეთებენ. ფეხბურთში აუცილებლად უნდა იყო აგრესიული და ასევე, ამას მზად უნდა შეხვდე. საბოლოო ჯამში, დიდებულ დაპირისპირებას ველოდები.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და არგენტინის დაპირისპირება 18 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეშამი ფინალის წინ: ხვალ არგენტინამ შეიძლება რაღაც განსხვავებული გააკეთოს
დეშამი ფინალის წინ: ხვალ არგენტინამ შეიძლება რაღაც განსხვავებული გააკეთოს