ფაქტობრივად სახლში ითამაშებენ - ფინალს 50 000 არგენტინელი დაესწრება
დღეს ცნობილი გახდა, თუ რა რაოდენობის გულშემატკივრები ეყოლებათ მუნდიალის ფინალისტებს არგენტინასა და საფრანგეთს ტრიბუნებზე.
თავდაპირველად გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს „ლუსაილ არენა“ უმასპინძლებს, რომელიც 88 969 მაყურებელს იტევს. როგორც დღეს გაირკვა, აქედან 50 000 ბილეთი არგენტინელებმა შეიძინეს.
ფრანგები კი ტრიბუნებზე მხოლოდ 6000 ქომაგით იქნებიან წარმოდგენილნი. დანარჩენი ნეიტრალური მაყურებელი იქნება, რომელიც დიდი ალბათობით, მესის ფაქტორიდან გამომდინარე ასევე არგენტინას დაუჭერს მხარს.
ასევე გავრცელა ინფორმაცია არგენტინელი ქომაგების აღჭურვილობის შესახებაც. ტრიბუნებზე მათ ექნებათ 4000 ცისფერ-თეთრი ბუშტი, 6000 დროშა და 2000 შარფი. მსგავსი მხარდაჭერა ფინალურ მატჩში, ერთ კონკრეტულ ნაკრებს ნეიტრალურ მოედანზე აქამდე არასდროს ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.