კოლოსალური მოგება - FIFA-მ კატარის მუნდიალიდან უკვე 10,5 მილიარდი მიიღო
კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე FIFA-ს შემოსავალმა კოლოსალურ რიცხვებს მიაღწია და 2018 წლის რუსეთის მუნდიალის მაჩვენებელს გადააჭარბა.
ამის შესახებ FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა.
„ფიფას შემოსავალი 10,5 მილიარდი დოლარია. 1 მილიარდი დოლარით მეტი, ვიდრე ოთხი წლის წინ. რაც შეეხება დასწრების მაჩვენებლებს, კატარში შეხვედრებს 3.27 მილიონი მაყურებელი დაესწრო, რუსეთში კი 3.03 მილიონი იყო.
კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში საუკეთესოა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ტურნირის ორგანიზებაში მონაწილეობდა. ცალკე გამოვყოფ მაროკოს ეროვნულ გუნდს და ვაფასებ ქალი მსაჯების მუშაობას“,
- განაცხადა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რომ კატარში მუნდიალმა სტარტი 20 ნოემბერს აიღო. ფინალური მატჩი კი კვირას, 18 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება. არგენტინა საფრანგეთს დაუპირისპირდება.