კრიშტიანუ რონალდუ, ფრანჩესკო ტოტი
Aa
Aa

ტოტი: რონალდუ მეტ პატივისცემას იმსახურებს

ფრანჩესკო ტოტი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მეტ პატივისცემას იმსახურებს.

„მე ვიცი, როგორია კარიერული მნიშვნელოვანი ეტაპის შემდეგ განზე გადგომა. როდესაც ვიხსენებ ბოლო რამდენიმე თვეს, რომელიც რონალდომ გამოიარა, ვგრძნობ, რომ საკუთარ გამოცდილებას ვიმეორებ. ვფიქრობ, ის მეტ პატივისცემას იმსახურებს.

გარედან საუბარი ყოველთვის ადვილია, მაგრამ მხოლოდ მან იცის რა ხდება. ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე და მას პატივი უნდა ვცეთ. დროთა განმავლობაში, მოთამაშეებმა შეიძლება შეწყვიტონ ნაკრებში თამაში. მან ყველასთვის უკვე იმდენი გააკეთა...“,

- ამბობს ტოტი.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუნაიტედიდან“ სკანდალური ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ წავიდა. პორტუგალიელი ამჟამად უგუნდოდ არის და ევროპიდან შემოთავაზებებს ელის, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელების პერსპექტივა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან კვლავ არაპროგნოზირებად თამაშს ელიან“ - გაძეტა ხვიჩაზე წერს
„მისგან კვლავ არაპროგნოზირებად თამაშს ელიან“ - გაძეტა ხვიჩაზე წერს