ადილ რამი: „არგენტინის ნაკრები ღირსეულად არ იქცევა, ვფიქრობ, საფრანგეთი მოიგებს“
„მილანის“, „სევილიასა“ და „მარსელის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ადილ რამიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა. 36 წლის ფრანგმა განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრები არ მოსწონს და თვლის, რომ ჩემპიონი „სამფეროვნები“ გახდებიან.
„სტრესი გველოდება და დაძაბული შეხვედრა იქნება. შემიძლია, ვთქვა, რომ საფრანგეთი გაიმარჯვებს, მაგრამ სიფრთხილის გამოჩენას ავირჩევ. არგენტინის ეს ნაკრები არ მომწონს. მესის მიმართ სიმპათიები მაქვს და მასში, როგორც ფეხბურთელში, ყველაფერი მომწონს. იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და გამიმართლა, მის წინააღმდეგ რომ ვიასპარეზე, თუმცა არ მომწონს ის, როგორც არგენტინა მუნდიალზე იქცევა.
ისინი ძალიან აგრესიულად და განრისხებული თამაშობენ, რასაც მათი მხრიდან, უსამართლო ქმედებები ემატება. ვფიქრობ, მოედანზე ყოფნისას ისინი კარგ მაგალითს არ იძლევიან. არ მინდა, ვინმე გამოვყო, მაგრამ პარედესის ქმედებები არ მომწონს. რა თქმა უნდა, პსჟ-ს ფეხბურთელების მიმართ სიმპათიები არ მაქვს, რადგან მარსელში ვთამაშობ, მაგრამ აქ სხვა ფაქტორია. მგონია, რომ საფრანგეთი გაიმარჯვებს. ბევრი ტრავმა და პრობლემა გვქონდა და უამრავი დაბრკოლება გავიარეთ. ჩვენი ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და ეს ყველაფერი ტყუილად არ მომხდარა“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება ზეგ გაიმართება და თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება.