პსჟ, ტორპედო, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

“ტორპედოსა“ და “პსჟ“-ს შორის შესაძლოა თანამშრომლობა შედგეს

ქუთაისის „ტორპედოსა“ და პარიზულ გრანდს „პსჟ“-ს შორის შესაძლოა თანამშრომლობა შედგეს.

ინფორმაციას ქუთაისური კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსა" და საფეხბურთო კლუბ "პარი სერ ჟერნმენის" წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორი და ინიციატორი, ტორპედო აკადემიის ხელმძღვანელი მასიმილიანო ფერარი გახლდათ. საუბარი კლუბებს შორის შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას, ევროპული მეთოდოლოგიისა და მიდგომების დანერგვას შეეხო.

შეხვედრას კლუბის პრეზიდენტი, დავით კერესელიძე, გენერალური დირექტორი დავით დოლაბერიძე, აკადემიის ხელმძღვანელი მასიმილიანო ფერარი, ასისტენტ-მენეჯერი ირაკლი ბასილაძე და მედია ოფიცერი თორნიკე ღვინიანიძე ესწრებოდნენ, პსჟ-ს მხრიდან კი ქალთა გუნდის სპორტული დირექტორი, წლების განმავლობაში მილანსა და ინტერში სპორტული დირექტორი, ანჯელო კასტელაცი ესწრებოდა.“

 

 

შეგახსენებთ,რომ ქუთათურებმა 7 დეკემბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ტასი მოიპოვეს. „ტორპედომ“ ფინალში “ლოკომოტივი 2“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ქვეყნის თასს ისტორიაში მე-5 დაეუფლა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თაიმსი: „ნიუკასლის მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა“
თაიმსი: „ნიუკასლის მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა“