ვერდიქტი ევრობასკეტისას მომხდარ ინციდენტზე - რა გადაწყვიტა ფიბამ
ევრობასკეტზე, საქართველოსა და თურქეთის საკალათბურთო ნაკრებებს შორის მომხდარ ინციდენტზე ფიბამ გამოძიება დაასრულა და ვერდიქტი გამოიტანა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები დააჯარიმა.
გოგა ბითაძე
გოგა ბითაძე 15 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა და 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. თუ ამ დროის განმავლობაში, კალათბურთელი მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ახალ სანქციებთან ერთად, 5 ოფიციალური შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
დუდა სანაძე
დუდა სანაძე 3 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა და 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. თუ ამ დროის განმავლობაში, კალათბურთელი მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ახალ სანქციებთან ერთად, 1 ოფიციალური შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია 5 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა და 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. თუ ამ დროის განმავლობაში, კალათბურთელი მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ახალ სანქციებთან ერთად, 2 ოფიციალური შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
ფურკან კორკმაზი
ფურკან კორკმაზი 6 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა და 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. თუ ამ დროის განმავლობაში, კალათბურთელი მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ახალ სანქციებთან ერთად, 3 ოფიციალური შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 40 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა. თურქეთის კალათბურთის ფედერაცია 15 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა.