სერხიო ბუსკეტსი, ესპანეთის ნაკრები
Aa
Aa

„მადლობა ყველას" - ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

სერხი ბუსკეტსმა ესპანეთის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

34 წლის ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა:

„სალამი ყველას! მინდა განვაცხადო, რომ თითქმის 15 წლისა და 143 მატჩის შემდეგ, დროა ეროვნულ გუნდს დავემშვიდობო.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თან მახლდა ამ დიდ გზაზე. დაწყებული ვისენტე დელ ბოსკეთი, რომლის დროსაც ნაკრებში დებიუტი მქონდა და დამთავრებული ლუის ენრიკეთი, რომლის წყალობითაც ბოლო წამამდე ვტკბებოდი. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ხულენ ლოპეტეგის, ფერნანდო იეროს და რობერტ მორენოს ნდობისთვის, ასევე ყველა მწვრთნელს, ვინც მათ შტაბში მუშაობდა.

და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანაგუნდელს, რომელთა გვერდით ვიბრძოდი, რომ ჩვენი გუნდი დამსახურებულ ადგილზე მიმეყვანა. ხან მეტი წარმატებები იყო, ხან ნაკლები, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ვიღებდით და სიამაყით ვთამაშობდით.

არ მინდა დავივიწყო არც ერთი ადამიანი, რომელიც უკანა პლანზე იყო, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ესენი არიან ფიზიოთერაპევტები, ექიმები, აღჭურვილობის შემკეთებლები, დელეგატები, დიეტოლოგები, პერსონალები, ჟურნალისტები, დაცვა, ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ და ა.შ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და თანამშრომელს, ვინც ამ გზაზე შემხვდა. თქვენ ხართ ის, ვინც ეს ასე განსაკუთრებული გახადა.

მადლობა ყველა გულშემატკივარს ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ ველოდით. ასეთ დროს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდებოდით, ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მადლობა ყველას!“

- წერს ბუსკეტსი.

სერხიო ბუსკეტსის სანაკრებო დებიუტი 2009 წელს შედგა. 2010 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Telegraph: „პსჟ მზადაა მბაპე გაყიდოს“
Telegraph: „პსჟ მზადაა მბაპე გაყიდოს“