ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

თაიმსი: „ნიუკასლის მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა“

„თაიმსის“ ცნობით, „ნიუკასლ იუნაიტედის“ მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა. მუნდიალის დაწყებამდე „ნიუკასლი“ ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება. უახლოეს ორი სატრანსფერო ფანჯრისას „კაჭკაჭები“ კვარაცხელიას ტრანსფერზე იმუშავებენ.

„თაიმსის“ ცნობით, ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „ნიუკასლმა“ 15 ტურში 30 ქულა დააგროვა და 30 ქულით მესამე ადგილზეა.

შეგახსენებთ, 2019-22 წლებში ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, ლეონიდ სლუცკისთან მუშაობისას დიდი პროგრესი აჩვენა, შემდეგ მცირე დრო ბათუმის „დინამოში“ გაატარა და მიმდინარე სეზონს „ნაპოლიში“ ბრწყინვალედ ატარებს. „ნაპოლიში“ გადასვლისას ხვიჩას სატრანსფერო ღირებულებამ 10 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ სერია ა-ს ბოლო სამ ტურში არ უთამაშია.

ქართველები ნიუკასლში

1997-2000 წლებში „ნიუკასლის“ შემადგენლობაში თემურ ქეცბაია ასპარეზობდა, რომელმაც კლუბში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლებოდა, მისი გამარჯვების გოლით ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშა. ასევე, 2009 წელს „ბლექბერნ როვერსმა“ ხიზანიშვილი ნახევარი სეზონით „ნიუკასლში“ გაანათხოვრა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან კვლავ არაპროგნოზირებად თამაშს ელიან“ - გაძეტა ხვიჩაზე წერს
„მისგან კვლავ არაპროგნოზირებად თამაშს ელიან“ - გაძეტა ხვიჩაზე წერს