ფაბიო კაპელო, კატარი 2022
Aa
Aa

კაპელო ფინალზე: დამატებით დროს და პენალტებს არ გამოვრიცხავ

ფაბიო კაპელომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ ლიონელ მესისა და კილიან მბაპეზე ისაუბრა.

- ველოდებით დიდ ფინალს - არგენტინა საფრანგეთის წინააღმდეგ. რას ელოდებით ამ თამაშისგან?

„ეს არ არის მხოლოდ არგენტინა საფრანგეთის წინააღმდეგ, არამედ მესი მბაპეს წინააღმდეგ.

პირველ მატჩებში ლეო მოედანზე დადიოდა, მაგრამ ხორვატიასთან თამაშით გამახარა. ეს იყო ბარსელონას დღეების მესი. კილიან მბაპეს კი ეს ყველაფერი აქვს - ეს არის სუფთა ენერგია, სიჩქარე და გოლები.

საინტერესო ფინალს ველოდები, სადაც რამდენიმე გოლი გავა. არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი დამატებით დროში ან პენალტების სერიაში გადაწყდეს“.

- განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალი კვირას, 18 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება.

კინი ფავორიტად არგენტინას თვლის

როი კინმა ფინალზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა:

„არგენტინა, ქომაგების დიდი მხარდაჭერის, გუნდის დამუხტვით და რა თქმა უნდა, ლიონელ მესი - აქედან გამომდინარე მცირე ფავორიტად შეიძლება ისინი ჩაითვალონ.

ჩვენ ტურნირზე ვნახეთ რამდენიმე პიკი - მესი ნახევარფინალში ხორვატიასთან. ის ასეთ ფეხბურთს წლიდან წლამდე აჩვენებდა. ლეო საოცარია, მე მიყვარს მისი თამაში. იმედი მაქვს, რომ არგენტინა მოიგებს, თუმცა მხოლოდ მისი გულისთვის".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Telegraph: „პსჟ მზადაა მბაპე გაყიდოს“
Telegraph: „პსჟ მზადაა მბაპე გაყიდოს“