FIFA-მ დაადასტურა: 2025 წელს ახალი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება
FIFA-მ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2025 წელს პირველი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელიც სანაკრებო მუნდიალს მაქსიმალურად იქნება მიმსგავსებული.
ტურნირში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.
„იქნება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ახალი ვერსია. 2025 წლიდან მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს ტურნირი ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსი იქნება“,
- განაცხადა FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.
ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია ევროპის ტოპ კლუბების განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი განახლებულ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.
მსოფლიო ფეხბურთში ისედაც გადატვირთული სათამაშო კალენდრიდან გამომდინარე, კლუბები და კონკრეტულად სპეციალისტები არსებულ მდგომარეობას ხშირად აკრიტიკებენ. ამჯერად კი, მორიგი ახალი ტურნირი დამატებით პრობლემებს გამოიწვევს და საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა.