კავაზაშვილი: ხვიჩა რუსეთში უბრალოდ კარგი იყო, იტალიაში კი დიდი მოთამაშეა
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას კარიერული პროგრესის შესახებ საუბრობს.
„შეხედეთ კვარაცხელიას. ის თამაშობს პოპულარულ იტალიურ კლუბში. და როგორ თამაშობს? მშვენივრად! რატომ? იმიტომ რომ მას მაღალი დონის პარტნიორები ჰყავს. მათ ესმით მისი ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც, იყენებენ მის შესანიშნავ თვისებებს, როგორც ტექნიკურ ფეხბურთელს, რომელიც ხედავს მოედანზე არსებულ ვითარებას. ისინი მას აძლევენ შესაძლებლობას დაამტკიცოს თავისი უნარები.
რატომ გახდა ის ქომაგების ფავორიტი პირველივე მატჩიდან? მარადონას სტადიონზე ის დღეს ყველაზე პატივსაცემი ფეხბურთელია. ხოლო როცა ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, მხოლოდ დარბოდა. ის მხოლოდ ხანდახან ჩანდა, როგორც საკმაოდ კარგი ფეხბურთელი, მაგრამ ძალიან მაგარს მას არავინ უწოდებდა. იტალიაში კი დიდი ფეხბურთელი გახდა“,
- ციტირებს კავაზაშვილის სიტყვებს Metaratings.ru.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად „ნაპოლისთან“ ერთად შეკრებას გადის და სპალეტის გუნდი მორიგ შეხვედრას 17 დეკემბერს „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართავს.