ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისგან კვლავ არაპროგნოზირებად თამაშს ელიან“ - გაძეტა ხვიჩაზე წერს

Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. ავტორიტეტული გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა, მათ შორის „სან სიროზე“ „მილანთან“ მოგებულ შეხვედრაში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. სტატიის დასასრულს, ავტორი კითხვას სვამს, შეძლებს თუ არა საუკეთესო მატჩის ჩატარებას 2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, როცა „ნაპოლი“ „ინტერს“ ესტუმრება.

„სეზონის პირველ ნახევარში ყველაზე მნიშვნელოვანი KK77 ფაქტორი იყო. არავინ ელოდა, რომ ასე სწრაფად გახდებოდა გმირი, გადამწყვეტი ფიგურა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე. „ლივერპულთან“ მიღებულმა წელის ტრავმამ ხვიჩას სცენა დაატოვებინა, სამი მატჩი გამოტოვა. გამოჯანმრთელდა და თურქეთში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.

ამხანაგურ შეხვედრებში არ კაშკაშებს, მაგრამ ეს მას კვლავ შეუძლია. მაშინ როცა მისგან ყველა კვლავ არაპროგნოზირებად თამაშს ელის, მას შეუძლია მეტოქე გუნდების დაცვის გარღვევა. ეს მან „სან სიროზე“ უკვე გააკეთა სექტემბერში. მისი დრიბლინგი დაბნეულობას ქმნის. ასევე, გავლენას ახდენს პიოლის მიღებულ გადაწყვეტილებებზე. შეძლებს იგივეს გამეორებას 4 იანვარს, „ინტერთან“, წლის სასტარტო შეხვედრაში?“.

სერია ა-ს მე-16 ტურში მილანის „ინტერისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 2023 წლის 4 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, 2019-22 წლებში ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, ლეონიდ სლუცკისთან მუშაობის შემდეგ დიდი პროგრესი აჩვენა, შემდეგ მცირე დრო ბათუმის „დინამოში“ გაატარა და მიმდინარე სეზონს „ნაპოლიში“ ბრწყინვალედ ატარებს. 

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ სერია ა-ს ბოლო სამ ტურში არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლით აღფრთოვანებული ვარ“ - სეტიენმა ხვიჩაზე ისაუბრა
„ნაპოლით აღფრთოვანებული ვარ“ - სეტიენმა ხვიჩაზე ისაუბრა