რივალდო: ბრაზილიის ნაკრები მხოლოდ ბრაზილიელმა უნდა გაწვრთნას
ბრაზილიის ნაკრებიდან ტიტეს დათხოვნის შემდეგ, „სელესაოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე არაბრაზილიელი სპეიცალისტების გავრებმა გაიჟღერა. იყო საუბრები გუარდიოლას, ანჩელოტისა და ზიდანის შესახებ, რაც როგორც ჩანს, ლეგენდარულ რივალდოს დიდად არ მოსწონს და თვლის, რომ „პენტაკამპეონები“ ადგილობრივმა სპეციალისტმა უნდა ჩაიბაროს.
„ამას არ ვეთანხმები. უცხოელი სპეციალისტის მოწვევაზე ფიქრი ბრაზილიელი მწვრთნელების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა.
ვფიქრობ, გვყავს სპეციალისტები, რომლებსაც ეროვნული ნაკრების მომზადება და კარგად მუშაობა შეუძლიათ. უცხოელი მწვრთნელი არ არის იმის გარანტია, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით...
უცხოელებიც უდავოდ ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, მაგრამ ბრაზილიის ნაკრები ჩვენი ნაკრებია. მას უნდა ხელმძღვანელობდეს ის, ვის ძარღვებშიც ბრაზილიური სისხლი მიედინება.
მთავარია ფეხბურთელები, მათ უნდა დავეხმაროთ, გავახალისოთ, დავმუხტოთ და თავდაჯერება შევმატოთ“,
- განაცხადა რივალდომ A Bola-სთან საუბრისას.