მესი: ალვარესისგან ასეთ თამაშს ვერავინ წარმოიდგენდა
მესიმ ფინალის წინ, თავისი თანაგუნდელი ხულიენ ალვარესი შეაქო და მისი თამაშის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა.
„ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხულიენი ასეთ როლს შეასრულებდა და ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ის საოცარი დამხმარე იყო.
და მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, ასევე სამშაბათს ხორვატიის წინააღმდეგ მან გამორჩეული თამაში აჩვენა. ის თამაშს ხელმძღვანელობდა, იბრძოდა ყველა სიტუაციაში, ქმნიდა შანსებს.
ჩვენთვის ალვარესი საოცარი აღმოჩენაა, ის ამ ყველაფერს იმსახურებს, რადგან კარგი ბიჭია“,
- განაცხადა მესიმ.
ალვარესის ანგარიშზე კატარის მუნდიალზე 6 მატჩში 4 გოლია.
მესიმ ბოლო ვარჯიში გამოტოვა
ლეომ ნაკრების ბოლო ვარჯიში გამოტოვა. მოედანზე მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა ივარჯიშეს, რომლებიც ხორვატიასთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ ან ცვლილებაზე შევიდნენ შევიდნენ. ვინც შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, ისინი დარბაზში ვარჯიშობდნენ.
ვარჯიშის დასასრულს მოედანზე პირველი გუნდის ფეხბურთელები შევიდნენ, მაგრამ მესი იქ არ გამოჩენილა - სავარაუდოდ, ბარძაყის უკანა არეში დისკომფორტის გამო, რაც მან ხორვატებთან მატჩის დროს იგრძნო - წერს Mundo Derportivo.
ამ მომენტისთვის დაზიანების სიმძიმე უცნობია, მაგრამ არგენტინელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მესი საფრანგეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშს შეძლებს.