რომან დოლიძე, მარვინ ვეტორი
Aa
Aa

დოლიძე: „ერთი წამიც არ დავაყოვნე, ბრძოლის დიდი სურვილი გამიჩნდა“

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე საშუალო წონითი დივიზიონის ათეულშია. რომანმა UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ჯამში კი ოქტაგონზე მეცამეტედ გავიდა და მეთორმეტედ იმარჯვა. ქართველმა მებრძოლმა UFC-სგან ბონუსი ზედიზედ მესამედ მიიღო. ქართველი მებრძოლი თავის მომდევნო ბრძოლას 2023 წლის 18 მარტს გამართავს და მისი მეტოქე წონითი კატეგორიის მე-4 ნომერი მარვინ ვეტორი იქნება. მათი დაპირისპირება 18 მარტს, UFC 286-ზე ლონდონში შედგება.

„როცა მითხრეს, რომ UFC მარვინთან ბრძოლას მთავაზობდა, ერთი წამიც არ დავაყოვნე, მაშინვე გამიჩნდა მასთან ჩხუბის დიდი სურვილი. გააზრებული მაქვს, რამდენად დიდი შესაძლებლობაა მის წინააღმდეგ ჩხუბი. რა თქმა უნდა, ვეტორი კარგი ოპონენტია, მაგრამ UFC-ში ყველა მებრძოლი კარგი ათლეტია“.

რომან დოლიძემ დივიზიონის მოქმედ ჩემპიონზე, ალექს პერეირაზეც ისაუბრა: „მის შესახებ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, კიდევ რამდენიმე ბრძოლა უნდა ვნახო. მას ძლიერი დარტყმა აქვს, მაგრამ იმის ნახვა გვჭირდება, თუ როგორ იბრძოლებს მოჭიდავეებთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰენრი სეხუდო: „ილია პიმბლეტს უდიდეს ტკივილს მიაყენებს“
ჰენრი სეხუდო: „ილია პიმბლეტს უდიდეს ტკივილს მიაყენებს“